пятница, 6 марта 2009 г.

     ავჭალის აუდიტორი, მუშათა თეატრი, დაარსდა 1893 წელს. თავდაპირველად აქ მუშაობას შეუდგა მუშათა და ხელოსანთა ქარტული თეატრალური დასი. მოგვიანებით პარალერულად ჩამოყალიბდა რუსული და სომხური დასები. იქ იდგმებოდა საზოგადოებრივი იდეებით გამსჭვალული პიესები. იმართებოდა კონცერტები და ლექციები. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ავჭალის აუდიტორიას ეწოდა პროლეტარული თეატრი, იარსება 1925 წლამდე.

      ავჭალის საშუალო საკოლაში  აქტიურად იდგმებოდა სხვადასხვა სახის სპექტაკლები. აქ აღიზარდა ცნობილი მსახიობი შალვა ლორთქიფანიძე – იგი დაიბადა  1924 წელს. მთელი თავისი ბავშობა გაატარა ავჭალაში სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა 1943 წელს და სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში. 1947 წელს ინსტიტუტი დაამთავრა ისეთ დიდ მსახიობებთან ერტად როგორებიც უყვნენ ეროსი მანჯგალაძე და ელენე ყიფშიძე. იმავე წელს თავს თანაკურსელებთან ერთად უყოყმანოს გაემგზავრა ცხინვალის სახელმწიფო თეატრში სადაც მეგობრებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა იმ ავტორიტეტს რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა ცხინვალის სახელმწიფო თეატრს. 1950 წლიდან იგი მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში.1963 წელს ქართულ ესტრადაზე მოვიდა  მშვენიერი საკონფერანსიო წყვილი - შალვა ლორთქიფანიძე და დურმიშხან ხულორდავა. ისინი დაუღალავად იღწვოდნენ, რათა მახვილი პოლიტიკური თუ საყფაცხოვრებო იუმორისტული ნაწარმოებების შესრულებით სააშკარაოზე გამოეტანათ ყოველდღიური ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები. ცდილობდნენ მხიარული იუმორით გაეხალისებინათ ადამიანთა ყოფა. შალვა ლორთქიფანიძე გადაღებულია ქართულ ფილმებში „თერთრი ქარავანი“ და “ყვავილი თოვლზე. იგი გარდაიცვალა 1997 წელს დაკრძალულია ავჭალი სასაფლაოზე.

       ავჭალაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი სპორცმენები როგორებიც არიან მსოფლიოს ჩემპიონი ჭიდაობაში ზარიბეგ ბერიაშვილი – იგი დაიბადა 1939 წელს ავჭალაში. როდესაც ზარიბეგი წამოიზარდა მამამ და პაპამ აზიარეს ჭიდაობას და ხელი მოჰკიდეს მის დაოსტატებას. მისი სპორტული კარიერა ქართული ჭიდაობით დაიწყო. 1957 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა–მანქანადმშენებლობის ფაკულტეტზე. სწორედ ამინსტიტუტში ფიზიკური კულტურის გაკვეთილზე იკითხა მასწავლებელმა ვის რომელ სპორტულ დისციპლინასი  სურდა ვარჯიში ზარიბეგმა ჭიდაობა აირჩია და ერთიწლის შემდეგ 1958 წელს კიევში სტუდენტურ თანაშებში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო 1959 წელს სპორტ-საზოგადოება „ბურევესნიკის“ ჩევპიონი გახდა. თავის სპორტულ კარიერაში იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ მას საწუწუნო არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მასზე ამბობენ  „უიღბლო იყოვო“. გასაკვირია მისი გამოსვლა 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიური თამაშებზე, სადაც მას არც ერთი შეხვედრა არ წაუგია, მაგრამ საპრიზო სამეულშიც კი ვერ მოხვდა ( სულელური ქულობრივი დარიცხვის გამო) ან 1967 წელს დელში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც ზარიბეგი ოფიციალურად  აღიარეს მსოფლიო ჩემპიონად და მსაჯმა ინფორმატორმა დამსწრე პუბლიკას აუწყა, მაგრამ ბულგარელმა ვილჩევმა გააპროტესტა ერთ-ერთი ძველი შეხვედრა. როცა უკვე დამთავრებული იყო ჩემპიონატი, მოხდა კურიოზი ვილჩევისა და იაპონელი ახირო სატოს შეხვედრა თავიდან ჩატარდა, რომელიც ვილჩევმა მოიგო და შეხვდა ირანელ მოვაჰედს, ეს შეხვედრა ვილჩევმა წააგო და უწინდებულად მესამე ადგილზე დარჩა, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა მოვაჰედს მიაკუთვნეს.                               ყველაზე დიდი გამარჯვება 1969 წელს მოიპოვა არგნტინის ქალაქ მარ-დე-პლატაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.  ევოპის ოთხგზის ჩემპიონი 1965 – 1966 –1967 – 1970 წლები.   საბჭოთა კავშირის III სპარტაკიადის ჩემპიონი 1963 წელი.   საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი 1962 – 1964 – 1965 – 1966 – 1969 წლები.    მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის პრიზიორი 1963 II ადგილი – 1965 II ადგილი, 1967 II ადგილი.   საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 1970 წელი.   იაპონიის ღია ჩემპიონატში გამარჯვებული 1968 წელი.  თბილისის საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის გამარჯვებული 1962 – 1963 – 1965– 1969 – 1972 წლები.

     ავჭალაში აღიზარდა და ფეხი აიდგა მრავალგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიადის გამარჯვებულმა თავისუფალ ჭიდაობაში ლერი ხაბელოვი– იგი დაიბადა 1962 წელს. 
      ლერიმ ტიტანური შრომითა და დაუღალავი ვარჯიშით გაუგონარი გამძლეობა გამოიმუშავა. მარტო ის რად ღირს როდესაც 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე აწონვმდე ოცი წუთით ადრევარჯიშის დროს უმძიმესი ტრამვა მიიღო, საზარდულის მარჯვენა იოგის სრული გაგლჯა. ასეთი ტრამვით ჭიდაობა სასტკად დაუშვებელი იყო. მისი შემცვლელი არავინ იყო, რომც ყოფილიყო უკვე გვიანი იყო, მსაჯთა მთავარი კოლეგია არ მიიღებდა მას. ლერიმ მთელი ძალები მოიკრიფა და საჭიდაო ხალიჩაზე გავიდა. თავისი უნიკალური ოსტატობი წყალობით სამი წრე ოსტატობით განვლო, ხოლო მეოთხე თურქ ხაირი სეზგინს ქულებით მოუგო. „ძალზე მტკიოდა... საღამოს ძილის წინ წამალს გადავყლეპავდი და ვიძინებდა, ერთი-ორი საათი მეძინა... მერე დილამდე ბალიშს ვღრნიდი“ - იხსენებს იგი. ასე გაჭირვებით მესამე დღემდე მიაღწია სადაც ფინალში გასასვლელად გერმანელ უვე ნოიპეტთან იჭიდავა. მართალია მან ეს შეხვედრა 4:2 მოიგო მაგრამ ამ შეხვედრამ ბოლო მოუღო იოგის დაზიანებას ბარძაყისა და მუცლის კუნთების დაზიანება დაემატა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ როდესაც ფიცარ ნაგიდან ჩამოვიდა მუცელი ხელით ეჭირა. ეს შეხვედრა დილით გაიმართა ფინალი კი უკვე საღამოს უნდა ეჭიდავა. მისი მეთოქე რუმინელი პუშკაშუ იყო. მასთან ოთხი შეხვედრა ჰქონდა გამართული და ოთხივე წმინდად მოგებული. სწორედ ამან გააბედინა ჭიდაობა ფინალში, მას შემდეგ რაც ექიმებმა შეშფოთება გამოთქვეს მისი მდგომარეობით, მწვრთელმაც ურჩია მიეტოვებინა ყველაფერი. მაგრამ იგი არ დანებდა ტკივილ გამაყუჩებლით გაბრუებული ხალიჩაზე გავიდა. მართალია მას შეხვედრის წინ კიდევ გაუკეთეს ტკივილ გამაყუჩებელი, ტკივილი მაინც ვერ მოუხსნეს. ორივე ძალზე ფრთხილობდა რაზეც ორივეს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდა, ლერიმ თავის დაწყებულ ილეთზე წამოეგო და მოწინააღმდეგეს ქულა აჩუქა,  მანაც შეიშნოვა ეს საჩუქარი დისტანციაზე ეჯიდავებოდა და შეხვედრა მოგებით დაამთავრა. ის რაც ლერი ხაბელოვს ოლიმპიადა – 88 -ზე დაემართა, ერტ-ერტი დიდი უსამართლობაა სპორტის იატორიაში. იგი სულით არ დაცემული და ბარსელონაში ოლიმპიადა – 92 მოიგო.       

 ოლიმპიური ჩემპიონი – 1992 წელი.       

 ოლოპიური ვერცხლის პრიზიორი – 1988 წელი.       

 მსოფლიოს ჩემპიონი – 1984-1985-1987-1990-1991-1993 წლები.       

 ევროპის ჩემპიონი – 1984-1987 წლები.       

 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1984-1985-1991 წლები.       

საბჭოთა კავშირის სპარტაკიადა 1986 წელი.         

თბილისის ტურნირი – 1985-1987-1990 წლები.                             

 ჭაბუკთა შორის         

მსოფლიოს ჩემპიონი – 1982-1983 წლები.         

ევროპის ჩემპიონი –1983 წელი.         

მსოფლიოს თასი – 1983 წელი.         

ს.ს.რ.კ. ჩემპიონი – 1982-1983 წლები.         

ს.ს.რ.კ. მოსწავლეთა სპარტაკიადა – 1981 წელი. 

   ყველაფერი რაც ხდება პირველად ხდება, მართლაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის ძალზე საინტერესოა, განსაკუთრებულია შეჯიბრი რომელიც პირველად ეწყობა. ყველა დიდი სპირცმენის გამარჯვება  უდიდესი სიხარულია, ყველა გულშემატკივრისათვის, მაგრამ სულ სხვაა პირველი მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ოლიმპიური ჩემპიონის დაბადება. საქართველოს სპორტის ისტორია ში პირველად მოხდა, რომ საქართველოდან საბაიდარო ნიჩბოსნობაში ჭბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ავჭალელი კახა ლომიშვილი იტალიაში ალ-ბინოს ცნობილ ტრასაზე 1985 წლის 29 ივლისს.   

 კახა ლომიშვილი 1967 წელს დაიბადა თბილისის ერთ-ერთ უბანში ავჭალაში, თავისი ბავშობა და ცხოვრების შეგნებული წლები აქვე გაატარა. ბავშობაში  იგი ძალზე სუსტი ყოფლა ამიტომ ბევრს ვარჯიშობდა. აი რას იხსენებს მისი ძმა მამუკა „უწინ ჩემი ძმა  ხშირად ავადმყოფობდა, სუსტი იყო ძალიან, დაუღალავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, იგი გამოჯამრთელდა და კაჟივით გახდა.“ კახას ბევრჯელ სურდა მტკვარზე გაყოლოდა თავის უფროს ძმას ლევანის, მაგრამ ავადყოფობის გამო ხშირად არ უშვებდნენ. მაგრამ როგორც ყველა ავჭალელმა მანაც წყლის ძალა მტკვარზე შეიგრძნო. 1979 წელს მან ვარჯიში დაიწყო ზაჰესში მდებარე სპორტ საზოგადოება „ლოკმოტივის“ სანიჩბოსნო ბაზაზე. 1984 წლის გასაფხულზე 16 წლის ყმაწვილმა კრასნოდარში გამართოლ საკავშირო პროფსაბჭოს პირველობაზე 1000 მეტრის დისტანციაზე ისახელა თავი და პირველობა არავის დაუთმო. მანამდე კი იყო თვალსაჩინო წარმატებები - რამოდენიმეჯერ მოიგო რესპუბლიკური პირველიბა და სპორტ საზოგადოება „ლოკმოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობა. 1985 წელს მოსკოვში კრილატსკოეს არხზე ჭაბუკთა საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავ. ამის შემდეგ იტალიიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა - საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი კახა ლომიშვილმა იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიანობა მოიოვა. რამდენად საამაყოა როდესაც თბილისის აეროპორთში, როცა დაფრენას  ახდენდა მოსკოვი-თბილისის რეისი, აეროპორტის დიქტორმა გამოაცხადა „ ძვირფასო მეგობრებო მოფრინდა რეისი 927 მოსკოვი–თბილისი, რომელსაც ჩამოჰყვა მსოფლიოს ჩემპიონი ნიჩბოსნობაში იუნორთა შორის კახა ლომიშვილი“.